საქართველო ასეულობით მილიონს კარგავს, ხელისუფლება კი ამ ფაქტის გაუფასურებას ცდილობს. შეცვლილი საგარეო კურსისა და რუსული კანონის გამო პარტნიორები დახმარებაზე უარს ამბობენ. დასავლეთის ქვეყნები ივანიშვილის რეჟიმს ფულს არ ანდობენ. რამდენიმე სახელმწიფოს მიერ ფინანსური მხარდაჭერის შეჩერებას აშშ-ს ნაბიჯიც მოჰყვა. ანტიდასავლური არჩევანის გამო საქართველოს მთავრობას შეუჩერეს 95 მილიონი დოლარი, რაც საბოლოოდ მოსახლეობის მდგომარეობაზე აისახება. ქართული ოცნება საკითხს ცინიკურად უყურებს და იმის ახსნასაც არ ცდილობს, რას მოაკლდება ეს ფული.